среда, 28 июня 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

დრევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს, ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ჩვენთვის მისაღები ვარიანტები ჩამოვიტვირთეთ პორტფოლიოში.კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს,რათა დავრწმუნებულიყავით ყველაფრის სისწორეში.ვემზადებით პრეზენტაციისთვის, ძალიან ვღელააავ

вторник, 27 июня 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,გავაცანით მოსწავლის სავარაუდო  შეფასების ადაპტირებული ვარიანტი, მივიღეთ რეკომენდაციები,ასევე გავეცანით დიფერენცირებულ სწავლების კითხვარს,რომელიც დაგვეხმარება დავალების გაკეთებაში. გავეცანით სხვადასხვა პროექტების გეგმის ნიმუშებს და შეფასების რუბრიკებს.საერთოდ არ დავღლილვაარ

пятница, 23 июня 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან რთული იყოო.პირველ რიგში წარვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,მივიღეთ რეკომენდაციები.შევისწავლეთ თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე პრეზენტაცია და მისი რედაქტირება.ასევე მივიღეთ საშინაო დავალება:დამატებით რესურსებში ავტვირთოთ ორი ვიდეო და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებილი ვარიანტი დავამუშავოთ!იმედია გავალ ბოლომდეეე

moswavlis nimushi

суббота, 17 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი და რთული აღმოჩნდა ჩემთვის.დღს გავაცანით დროის ჩარჩოს ანალიზი,მივიღეთ რეკომენდაციები.გავეცანით მოსწავლის სავარუდო ნაშრომს, რას წარმოადგენ და როგორი უნდა იყოს.ასევე შევისწავლეთ თუ როგორ უნდა ვაქციოთ ბლოგი საიტად,როგორ დავამატოდ გვერდები.მივიღეთ საშინაო დავალება:დავასრულოთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა და გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

пятница, 16 июня 2017 г.

შეფასების დროის ჩარჩოს ანალიზი


პროექტის დასაწყისში მე გამოვიყენებ გონებრივ იერიშს,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებმა დააგენერირონ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს შორის, შექმნან შემოქმედებით კავშირი ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.პროექტის მიმდინარე პროცესში გამოვიყენებ პროექტის გეგმას, რომელიც დამეხმარება უკეთ დავგეგმო თუ როგორ გაუძღვან  მოსწავლეები სწავლის პროცეს, მიზნების დასახვაში,დროში გავანაწილო შესასრულებელი  სამუშაო პროცესი.პროექტის მიმდინარეობის შესაფასებლად გამოვიყენებ არაფორმალურ დაკვირვებას, შემთხვევების  ჩანიშვნებს, რომელიც დამეხმარება სწავლების გაგემვაში და თვალსაჩინოებას მომცემს საბოლოვო შეფასებაში.პროექტის დასასრულისკენ გამოვიყენებ წერილობით ჟურნალს და პროდუქტებს,რომელიც დამეხმარება  მოსწავლეების სპეციფიურ აზროვნების გამოვლენაში, პროექტის საკვანძო ნაწილში.პროდუქტები მომცემს იმის საშუალებას,რომ დავინახო მოსწავლეების ნამუშევრებიდან,თუ როგორია სწავლის შედეგი

вторник, 13 июня 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს მონაწილეებმა გავაცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ვიმსჯელეთ და მივეცით ერთმნეთს რეკომენდაციები.ასევე გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს, რას წარმოადგენს და როგორ უნდა შევადგინოთ.მოვიღეთ დავალება: გავაკეთოთ დროის ჩარჩოს ანალიზი და სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონში ვიმუშაოთ.

понедельник, 12 июня 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი

რა არის სილამაზე?
როგორი შეიძლება იყოს სილამაზის იდეალი?

შინაარსობრივი

რომელი მეტყველების ნაწილები და ლექსიკური  ერთეულები დაგვჭირდება სილამაზის ფენომენის  აღსაწერად?
რა ითვლებოდა სილამაზის იდეალად ძველ ეგვიპტეში?
რა მნიშვნელობა ჰქონდა ფეხის ზომას ძველ ჩინეთში?
როგორი გარეგნობის ქალი ითვებოდა ლამაზად ძველ რომში?

თემატური

როგორ ფიქრობთ რა არის სილამაზის იდეალი?
რა ითვლება სილამაზის იდეალად დღეს 21-ე საუკუნეში?
როგორ ფიქრობთ, შეიძლება ადამიანი შევაფასოთ გარეგნობის მიხედვით?

მესამე დღის რეფლექსია

საბოლოოდ შევჯერდით პროექტის იდეაზე,გადავხედეთ პროექტის მიზნებს,მივიღეთ რეკომენდაციები კოლეგებისგან.ასევე წარმოვადგინეთ საშინაო დავალება-ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებით.გავეცანით თუ როგორი უნდა იყოს ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.საშინაო დავალებად უნდა შვადგინოთ კითხვები ჩვენი პროექტის იდეიდან გამომდინარე.
P.S.კიდევ პირადობის ასლიი.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

მოსმენა

უცხ.ს.III.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან მოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია ყოფით თემაზე.

კითხვა

უცხ.ს.III.7
მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი.

წერა

უცხ.ს.III.12
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის შედგენა

ლაპარაკი

უცხ.ს.III.18
მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.

სწავლის სწავლა

უცხ.ს.III.24
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით შეასრულოს დავალების მოთხოვნები

უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება

უცხ.ს.III.23
მოსწავლეს შეუძლია განახორციელოს უცხოურ ენაზე სხვადასხვა პროექტი.

21-საუკუნის უნარ-ჩვევები

სწავლისა და გამომგონლობის უნარ- ჩვევები

  • კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარი.
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
საინფოტმაციო,მედეა და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
  • საინფორმაციო წიგნიერება.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
  • ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა.

вторник, 6 июня 2017 г.

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტ წყაროებიდან კონკრეტულ თემაზე
  • გაიგებენ და გააანალიზებენ,თუ რა ითვლებოდა სილამაზის იდეალად სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს
  • შეადარებენ თუ რა ითვლება სილამაზის იდეალად 21-ე საუკუნეში
  • იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნებს
  • გააკეთებენ პრეზენტაციას 

суббота, 3 июня 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღემ ძალიან კარგად და ნაყოფიერად  ჩაიარა. შევისწავლეთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ ბლოგის დიზაინი, ფორმა და ასე შემდეგ. მონაწილეებმა გავაცანით პროექტის იდეები,მივიღეთ რეკომენდაციები, გავუზიარეთ რჩევები. შევისწავლეთ ვირტუალურ დისკზე მუშაობა.ასევე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვტვირთოთ და ავტვირთოთ ფაილები დრაივზე.შემდეგი შეხვედრა გვაქვს სამშაბათს და სამშაბათისთვის ჩვენ უნდა გადავხედოთ 21-ესაუკუნის უნარჩვევებს და ესგ-ს სტანდარტიდან გავაკეთოთ ამონარიდი.

პროექტის იდეა

                                                     სილამაზის იდეალი
      სილამაზე ყველა დროს ფასობს.სხვადასხვა ეროვნების თუ ქვეყნის  ადამიანები მივისწრაფით იმისკენ, რომ გამოვიყურებოდეთ ლამაზად.
     და როგორია, ის სილამაზის იდეალი?წარმოდგენა სილამაზეზე იცვლებოდა და იცვლება ყველა დროს.
      მოსწავლეები ინტერნეტ წყაროების მეშვეობით  მოიძიებენ და  გაიგებენ, თუ რა ითვლებოდა სილამაზის იდეალად სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს.გააკეთებენ პრეზენტაციას.გაანალიზებენ და შეადარებენ თუ რა ითვლება სილამაზის იდეალად 21-ე საუკუნეში.


воскресенье, 28 мая 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის ტრენინგი დაგვეწყო
იმედი მაქვს ტრენინგის დასრულებისასაც ასეთი კარგი განწყობა გვექნება,როგორიც პირველ დღეს შეგვიქმნა ქალბატონმა ლალიმ