пятница, 16 июня 2017 г.

შეფასების დროის ჩარჩოს ანალიზი


პროექტის დასაწყისში მე გამოვიყენებ გონებრივ იერიშს,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებმა დააგენერირონ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს შორის, შექმნან შემოქმედებით კავშირი ცოდნასა და ახალ შესაძლებლობებს შორის.პროექტის მიმდინარე პროცესში გამოვიყენებ პროექტის გეგმას, რომელიც დამეხმარება უკეთ დავგეგმო თუ როგორ გაუძღვან  მოსწავლეები სწავლის პროცეს, მიზნების დასახვაში,დროში გავანაწილო შესასრულებელი  სამუშაო პროცესი.პროექტის მიმდინარეობის შესაფასებლად გამოვიყენებ არაფორმალურ დაკვირვებას, შემთხვევების  ჩანიშვნებს, რომელიც დამეხმარება სწავლების გაგემვაში და თვალსაჩინოებას მომცემს საბოლოვო შეფასებაში.პროექტის დასასრულისკენ გამოვიყენებ წერილობით ჟურნალს და პროდუქტებს,რომელიც დამეხმარება  მოსწავლეების სპეციფიურ აზროვნების გამოვლენაში, პროექტის საკვანძო ნაწილში.პროდუქტები მომცემს იმის საშუალებას,რომ დავინახო მოსწავლეების ნამუშევრებიდან,თუ როგორია სწავლის შედეგი

Комментариев нет:

Отправить комментарий